26 აპრილი 2024,   18:43
ვრცლად
"ნაცმოძრაობის" მცდელობა, რომ ჩაეშალათ მრავალპარტიული ვიზიტი უკრაინაში, არ შედგა - შალვა პაპუაშვილი

საპარლამენტო დელეგაციის ის წევრები, რომლებიც უკრაინაში მიემგზავრებიან შალვა პაპუაშვილთან იკრიბებიან. დეპუტატები იმსჯელებენ საორგანიზაციო საკითხებზე და გაივლიან შეხვედრების დღის წესრიგს. დელეგაციაში არ იქნება მხოლოდ ორი საპარლამენტო პარტია, - " ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპელი სოციალისტები", მათ ვიზიტზე უარი საკუთარი სურვილით თქვეს.

ვიზიტთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ "კურიერთან" კომენტარი, ცოტა ხნის წინ, გააკეთა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, არსებობს უსაფრთხოების საკითხები და უკრაინელ კოლეგებთან ყოველ წუთიერ კონტაქტზეა, მიმდინარეობს კონკრეტულ დეტალებზე შეთანხმება.

პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ ვიზიტი მეგობრული იქნება. რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მათი მცდელობა, რომ ჩაეშალათ მრავალპარტიული ვიზიტი უკრაინაში, არ შედგა. 

"ჩვენი სურვილია, რომ ამ კვირაშივე შედგეს ეს ვიზიტი, მაგრამ იცით, რომ უსაფრთხოების საკითხებია და ამ კუთხით, ჩვენ უკრაინელ კოლეგებთან ვართ ყოველწუთიერ კონტაქტზე და აქედან გამომდინარე დაიგეგმება ვიზიტი.

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" მონაწილეობის საკითხს, საბოლოო ჯამში ეს ცხადიც იყო, მათ შორის ის რომ პრეტენზიების წაყენება იყო, გამოჩნდა კიდეც რა იყო ამის საფუძველი, რომ ჩაეშალათ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის ის ნაწილი, რომ დელეგაციაში ყოფილიყო ოპოზიციური წარმომადგენლებიც, რაც არ შედგა. "ნაციონალური მოძრაობა" არის იქ, სადაც უნდა იყოს, იქ სადაც არის საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, იქ რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობა რომ ამის გარეთ დარჩა, ეს ვფიქრობ, რომ ლოგიკურიც არის.

ამ პერიოდში გვქონდა ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია ბევრი საკითხი ისედაც გაირკვა. მე ვფიქრობ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი იქნება უპირველეს ყოვლისა, ჩვენი სოლიდარობის გამოხატვის ვიზიტი, რომელშიც ემოციური ნაწილი უფრო წინა პლანზე იქნება და აქედან გამომდინარე, მე მოველი იმას, რომ იქნება ძალიან მეგობრული ვიზიტი," - ამბობს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები