26 აპრილი 2024,   21:04
ვრცლად
პირადად ვუწევ კოორდინაციას, რათა დროულად და ეფექტიანად შეივსოს კითხვარი და გადაეცეს ევროკომისიას, ეს მოხდება მაისში - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირში გასაწევრიანებლად გადაცემული კითხვარის შევსების საკითხზე საუბრობს. როგორც პრემიერი ამბობს, რომ კითხვარის შესახებ ყველა საკითხი უკვე განხილულია და  ყველა უწყება არის მობილიზებული, რომ დროულად იქნას შევსებული. 

ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ შევსებული კითხვარი  ევროკავშირის შესაბამის სამსახურებს მაისის თვეში გადაეცემა.  

"გუშინ მე მქონდა შესაბამისი კომისიის სხდომა, მე ვხელმძღვანელობ იმ კომისიას, რომელიც უკავშირდება ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. ჩვენ გუშინ უკვე განვიხილეთ აღნიშნული კითხვარის შესახებ ყველა საკითხი, ეს კითხვარი ჩვენ მივიღეთ ორშაბათს, 11 აპრილს გადაეცა საგარეო საქმეთა მინისტრს და ახლა ყველა უწყება არის მობილიზებული მაქსიმალურად, რომ დროულად იქნას შევსებული ეს კითხვარი და დროულად მივაწოდოთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს და მეგობრებს. მოლოდინი არის პოზიტიური, აქ არავითარი პრობლემა და პრობლემური საკითხი არ არსებობს, არის კითხვები, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მოწყობას, განვითარებას, ზოგადად იმ რეფორმებს და პროგრესს, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, ასევე რომელიც გვაქვს დასახული. მთელი მთავრობა, მთელი უწყება, მათ შორის პარლამენტი, ყველა სახელმწიფო შტო არის ჩართული ამ პროცესში და პირადად მე ვუწევ კოორდინაციას იმისთვის, რომ დროულად მოხდეს ამ კითხვარის შევსება და გადაცემა ევროკომისიისთვის. ეს მოხდება მაისის თვეში,“ - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

 

 

 

 

დღის ამბები