25 აპრილი 2024,   01:59
ვრცლად
"მარიუპოლში ვითარება უბრალოდ არაადამიანურია, რუსეთი შეგნებულად ცდილობს გაანადგუროს ყველა, ვინც იქ არის" - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მარიუპოლში არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრობს. უკრაინის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ არცერთი დღის განმავლობაში არ შეუწყვიტავთ ფიქრი ბლოკადაში მოქცეულ მარიუპოლზე და იქ ჩარჩენილ მებრძოლებსა თუ მშვიდობიან მცხოვრებლებზე.

ზელენსკი ამ საკითხის გადაწყვეტისთვის კვლავ დახმარებას ითხოვს და კვლავ განმარტავს, რომ ეს დახმარება ვერ მოიცდის.

"მარიუპოლში ვითარება ძალიან მძიმეა, უბრალოდ არაადამიანურია. ეს არის ის, რაც რუსეთის ფედერაციამ შეგნებულად გააკეთა და განზრახ აგრძელებს ქალაქების განადგურებას. რუსეთი შეგნებულად ცდილობს გაანადგუროს ყველა, ვინც მარიუპოლშია. მხოლოდ ორი გზა არსებობს - ან პარტნიორები მისცემენ უკრაინას ყველა საჭირო მძიმე იარაღს, თვითმფრინავებს დაუყოვნებლივ, რითიც შევამცირებთ ოკუპანტების ზეწოლას მარიუპოლზე და განვბლოკავთ მას, ან - მოლაპარაკების გზა, რომელშიც პარტნიორების როლიც გადამწყვეტი უნდა იყოს.

მარიუპოლის ბლოკადის შემდეგ არც ერთი დღე არ ყოფილა, რომ გამოსავალი არ გვეძებნა - სამხედრო თუ დიპლომატიური. მაგრამ გამოსავლის პოვნა ძალიან რთულია. ჯერჯერობით, არ არსებობს ასი პროცენტით ქმედითი ვარიანტი. ეს ეხება როგორც სამხედრო, ასევე მოლაპარაკების პროცესს.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი განზრახვა მოვისმინეთ მათგან, ვისაც დახმარება სურდა და რეალურად საერთაშორისო გავლენის პოზიციებზეა, ჯერ არც ერთი მათგანი არ არის განხორციელებული. თუმცა, ჩვენ არ შევწყვეტთ ამ ძალისხმევას," - განაცხადა ზელენსკიმ. 

დღის ამბები