26 აპრილი 2024,   23:26
ვრცლად
უკრაინის სამთავრობო დელეგაცია აშშ-ში გაემგზავრება

უკრაინა მზად არის ომი დიპლომატიური გზით შეაჩეროს, მაგრამ თუ რუსებს მოლაპარაკება არ სურთ, უკრაინელები ბოლომდე იბრძოლებენ - რუსეთთან დიალოგის შესახებ კითხვას უკრაინის პრემიერ-მინისტმა ABC News-თან ინტერვიუში უპასუხა.

დენის შმიგალი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ხერსონის გარდა, ყველა ქალაქს უკრაინა აკონტროლებს. პრემიერი დასავლელ პარტნიორებს შეიარაღებისა და ფინანსური მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

მიმდინარე კვირას შმიგალმა უკრაინის დელეგაციის ვაშინგტონში ვიზიტიც დაანონსა. უკრაინული მხარე ფინანსურ ინსტიტუტებთან შეხვედრას გეგმავს.

"მარიუპოლი არ დაცემულა, იქ არიან ჩვენი კარისკაცები და ისინი იბრძოლებენ ბოლომდე. ახლა ისინი კვლავაც რჩებიან მარიუპოლში, მაგრამ ალყაშემორტყმულ ქალაქში უზარმაზარი ჰუმანიტარული კატასტროფაა.

უკრაინა ყველანაირი გზით მოემზადება ამ ომის შესაჩერებლად, დიპლომატიური გზით, როცა ეს შესაძლებელი იქნება, მაგრამ თუ რუსებს არ ენდომებათ მოლაპარაკება, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, არ დავნებდებით.

ჩვენი ქვეყნის დასაცავად, ევროპული დემოკრატიის დასაცავად, გვჭირდება მეტი სანქციები ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან. ჩვენ გვჭირდება მეტი საბრძოლო მასალა ჩვენი ქვეყნისა და ევროპის საზღვრების დასაცავად. ჩვენ გვჭირდება მეტი ფინანსები ჩვენი ხალხის, ჩვენი ლტოლვილების, ჩვენი იძულებით გადაადგილებული პირების მხარდასაჭერად, რათა გადავარჩინოთ ჩვენი ეკონომიკა მომავალი აღდგენისთვის, იმედი მაქვს ეს უახლოეს დროში იქნება, რადგან ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ ვიბრძოლოთ რუსეთის თავდასხმების წინააღმდეგ," - განაცხადა დენის შმიგალმა.

დღის ამბები