26 აპრილი 2024,   18:28
ვრცლად
ლატვია უკრაინაში რუსეთის ქმედებებს გენოციდად აფასებს და მოუწოდებს ქვეყნებს, შეაჩერონ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტი

ლატვია უკრაინაში რუსეთის ქმედებებს გენოციდად აფასებს - შესაბამისი განცხადება პარლამენტმა ერთხმად მიიღო. დოკუმენტში გამოხატულია მხარდაჭერა დემოკრატიული ქვეყნების ინიციატივის მიმართ, გააერთიანონ ძალები უკრაინაში ჩადენილი რუსული სამხედრო დანაშაულების მტკიცებულებების შეგროვებასა და გამოძიებასთან დაკავშირებით. პარლამენტარები მხარს უჭერენ უკრაინაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებას და იმედოვნებენ, რომ ყველა, ვინც ჩაიდინა დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და ომის დანაშაულებები, პასუხს აგებენ.

ლატვიელმა პარლამენტარებმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ შეაჩერონ რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტი.

დღის ამბები