04 მაისი 2024,   18:22
ვრცლად
ოდესაში რუსულ რაკეტებს 5 ადამიანი, მათ შორის 3 თვის ბავშვი შეეწირა - რა ვითარებაა ფრონტის ხაზზე ომის 59-ე დღეს

5 დაღუპული და 18 დაჭრილი - ასეთია რუსული რაკეტების მორიგი შედეგი ამჯერად ოდესაში, სადაც რუსული ფრთოსანი რაკეტა რამდენიმე საათის წინ ჩამოვარდა. შესაძლოა მსხვერპლი კიდევ გაიზარდოს.

დაღუპულთა შორის არის სამი თვის ბავშვი. 2 რაკეტა მოხვდა სამხედრო ობიექტს, 2 კი საცხოვრებელ სახლს.

რუსმა ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს ლუჰანსკზეც. მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს დონბასის რეგიონში. ბუჩა, რომელიც ოკუპანტებისგან თითქმის 20 დღის წინ გაწმინდეს, ნაწამებ უკრაინელი სამხედროები ცხედრებს ისევ პოულობენ.

დღის ამბები