20 ნოემბერი 2024,   19:21
ვრცლად
92 ახალი შემთხვევა, 3 გარდაცვლილი - კორონავირუსის სტატისტიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 708 კვლევა ტესტით, მათ შორის 5 261 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 447 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 92 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 654 255.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 23 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.37%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.20% ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.15%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 241 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 635 791.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 800 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 92 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 46 შემთხვევა, აჭარა - 10, იმერეთი - 11, ქვემო ქართლი - 1, შიდა ქართლი - 4, გურია - 8, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 2, კახეთი - 10, მცხეთა-მთიანეთი -0, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 638 საიდანაც, 319 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 184, აჭარაში - 9, იმერეთში - 80. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 67 პირი, მათ შორის, თბილისში - 49, აჭარაში - 4, იმერეთში - 7. 1 319 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღის ამბები