08 მაისი 2024,   06:40
ვრცლად
რა ხდება დნესტრისპირეთში - მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი გამოიძახა

მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტრომ რუსეთის ელჩი გამოიძახა. მიზეზი რუსი გენერლის განცხადებაა. გენერალ-მაიორ რუსტამ მინეკაევის განცხადებით, ომის მეორე ეტაპის მიზნებიდან ერთ-ერთი აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაზე სრული კონტროლის დამყარებაა. მინეაკოვმა, ასევე, აღნიშნა, რომ სამხრეთის კონტროლი რუსეთს საშუალებას მისცემს, შევიდეს ოკუპირებულ რეგიონში, დნესტრისპირეთში, სადაც, მისი თქმით, სავარაუდოდ, რუსულენოვანთა უფლებები ირღვევა.

დნესტრისპირეთი პრორუსული სეპარატისტული რეგიონია, რომელიც 1990 წელს მოლდოვას დე ფაქტო გამოეყო, რასაც 1992 წელს ომი მოჰყვა. კონფლიქტმა 1500-ზე მეტი მოქალაქე იმსხვერპლა. ევროპის საბჭომ, რუსეთის მიერ მოლდოვის ტერიტორიის, დნეპრისპირეთის ოკუპაცია 16 მარტს აღიარა.

ეს ევროპის საბჭოს პირველი ოფიციალური დოკუმენტია, რომელშიც დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად არის მოხსენიებული. რამდენიმე წუთის წინ, რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უცნობმა თავდამსხმელებმა დნესტრისპირეთში, მოლდოვის სეპარატისტული რესპუბლიკის დედაქალაქ ტირასპოლში მდებარე ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ყუმბარმტყორცნებიდან რამდენჯერმე ესროლეს.

დღის ამბები