08 მაისი 2024,   03:40
ვრცლად
"ჩანაწერები აბსოლუტურად არაფერს არ ამტკიცებს" - ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციას ქვეყნის დაზიანების მცდელობაში ადანაშაულებს

გავრცელებულ ჩანაწერსა და სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის შესახებ გამართა ბრიფინგი "დროას" ლიდერმა. ელენე ხოშტარიას განცხადებით, რუსი ოლიგარქი დანაშაულების მონაწილეა არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ რუსეთის სხვა სამხედრო ოპერაციებშიც.

ელენე ხოშტარიას თქმით, ევტუშენკოვი ბიძინა ივანიშვილის ახლო პარტნიორი და საერთო საქმეში მყოფი პირია, ამიტომ ეს  კიდევ ერთი საფუძველია იმისა, რომ სანქციების ქვეშ ბიძინა ივანიშვილიც მოექცეს.

ელენე ხოშტარიას უპასუხეს მმართველ პარტიაში. "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ქადაგიშვილი, ოპოზიციის წარმომადგენლებს ქვეყნის დაზიანების მცდელობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ევტუშენკოვის მიერ ბიძინა ივანიშვილთან დარეკვა არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ ხდება სანქციებისგან თავის არიდებაში დახმარება ან კონტრაბანდული პროდუქციის საქართველოზე გატარება:

"ჩანაწერები აბსოლუტურად არაფერს არ ამტკიცებს. ის, რომ ბიძინა ივანიშვილს ვიღაცამ დაურეკა და ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო არიდებს სანქცირების რეჟიმს და კონტრაბანდულად ატარებს აქ ნივთებს - ამის ერთმანეთთან დაკავშირება შეუძლია მხოლოდ იმას, ვისაც ერთადერთი სურვილი აქვს, რომ საქართველო დაზიანდეს," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები