28 აპრილი 2024,   22:04
ვრცლად
მუდმივად გვაქვს კავშირი საქართველოსთან, როცა გადაიდგმება სათანადო ნაბიჯები ევროპარლამენტი მზად იქნება შეასრულოს თავისი ვალდებულებები - რობერტა მეცოლა

ამ წუთებში ევროპარლამენტის ყველა პოლიტიკური ჯგუფის ლიდერი NATO-ს გენერალურ მდივანთან კონსულტაციებს გადის. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს მთავარი თემა ისევ უკრაინაა.

იენს სტოლტენბერგმა ევრო დეპუტატებს უნდა გააცნოს რა გადაწყვეტილებები მიიღეს რამშტაინის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე.

შეხვედრის დაწყებამდე კითხვები დაისვა საქართველოსა და მოლდოვაზეც - NATO-ს გენერალურმა მდივანმა ღიად განაცხადა, რომ ახლა არაწევრ პარტნიორ ქვეყნებს უფრო სჭირდებათ დახმარება.

ტრიოს ქვეყნების მიერ ევროკავშირში გაწევრიაების შესახებ განაცხადის შეტანას მიესალმა ევროპარლამენტის პრეზიდენტი. რობერტა მეცოლა ამბობს, რომ მიესალმება ტრიოს ქვეყნების განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე​. მისივე თქმით, პარლამენტი ყოველთვის მიესალმებოდა ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც უყურებს ევროპას როგორც სახლს.

"პარლამენტი ყოველთვის მიესალმებოდა ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც უყურებს ევროპას როგორც სახლს. ჩვენ ის ინსტიტუცია ვართ, რომელიც სამივე ქვეყნის განაცხადს მიესალმა. ჩვენ გვესმის ის სირთულეები, გამოწვევები და საფრთხეები, რომლის ქვეშაც ეს ქვეყნები არიან.

ჩვენ მოვიწვიეთ პრეზიდენტი მაია სანდუ, რომელიც მიმართავს პლენარულ სხდომაზე ევროდეპუტატებს. ჩვენ ასევე მუდმივად გვაქვს კავშირი ჩვენს ქართველ პარტნიორებთან და ასევე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებთან. როცა გადაიდგმება სათანადო ნაბიჯები პარლამენტი მზად იქნება შეასრულოს თავისი ვალდებულებები. პარლამენტს ამის გაკეთება არ მოერიდება," - განაცხადა რობერტა მეცოლამ

დღის ამბები