23 ნოემბერი 2024,   15:44
ვრცლად
რა გახდა "დირსში" მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი - მკვლელობისთვის დაკავებულის მეუღლე "კურიერთან" შემთხვევის დეტალებს ყვება  

რა გახდა ისანში მომხდარი მკვლელობის მიზეზი? - "კურიერი" დაკავებული მამაკაცის ოჯახს ესაუბრა. ბრალდებულმა ერთი ოჯახის ოთხი წევრი დანით დაჭრა, ერთი მათგანი გარდაიცვალა, მძიმეა ორის მდგომარეობა.

სატელეფონო ინტერვიუში დაკავებულის მეუღლე "კურიერთან" ამბობს, რომ სისხლიან ანგარიშსწორებამდე ადგილი ჰქონდა კონკრეტულ მიზეზზე სიტყვიერ კამათს, მაშინ როდესაც 37 წლის მამაკაცი შვილებთან ერთად "დირსის" კომპლექსის ეზოში იმყოფებოდა. ქალის მტკიცებით, მის მეუღლეს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა მიყენებული.

"ტელეფონი ჰქონდა დამჯდარი. დარეკვა სთხოვა. [იმათმა] არ დაგარეკინებო და კარგი ოქროო... ამ ყველაფერს ბავშვები ესწრებოდნენ, შელაპარაკება მოხდა. ბავშვებმა [თქვეს] პატარა დანა ხელზე დაუსვესო მამას. დუბინკებს ურტყამდა 4 კაცი," - განაცხადა დაკავებულის მეუღლემ.

"ტელეფონი სთხოვა, ოთხივე შვილი თან ახლდა და შეურაცხყოფა მიაყენეს... აგერ მაქვსო და ეს ტელეფონი არ გინდაო?! იმ 16 წლის ბიჭმა, მამაც გვერდზე ახლდა და ბიძაც. მერე ყველა ერთად დაესია, ყველა ერთად ურჩევდა. ბავშვებთან როგორ იქცევიო, როგორ უზრდელობო..." - აღნიშნა ერთ-ერთმა ადგილობრივმა. 

დაპირისპირება მოხდა "დირსის" დასახლებაში, კონფლიქტში მონაწილეები მეზობლები იყვნენ. მკვლელობას კი არსებული ინფორმაციით წინ უძღოდა შელაპარაკება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს

დღის ამბები