28 აპრილი 2024,   22:05
ვრცლად
ექსპერტების მიერ წარდგენილი დასკვნის საპირწონე არგუმენტი ვერ მოვისმინეთ, ჩვენ ვხედავთ პოლიტიკურ თავდასხმებს - ნინო ლომჯარია 

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, სახალხო დამცველი არის იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, რომელსაც ჰქვია ომის პარტია შეფასება გააკეთა და თქვა, რომ კობახიძის განცხადებები საკმაოდ დაუსაბუთებელი და ცილისმწამებლური იყო. 

სახალხო დამცველის თქმით, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე პოლიტიკური თავდასხმები მიმდინარეობს და არ არსებობს არცერთი კვალიფიციური არგუმენტი, რაც სახალხო დამცველის დასკვნას ეჭვის ქვეშ დააყენებს. 

"მე ვაკეთებ ჩემს საქმეს. ეს იყო წმინდა პოლიტიკური და მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ დაუსაბუთებელი, ცილისმწამებლური განცხადებები და გამიჭირდება კვალიფიციური პასუხების გაცემა ამაზე. დღემდე ვერ მოვისმინეთ, გუშინ ექსპერტების მიერ წარდგენილი დასკვნის რაიმე საპირწონე არგუმენტი. ჩვენ ვხედავთ პოლიტიკურ თავდასხმებსა და აბსურდულ ბრალდებებს, მაგრამ არც ერთი კვალიფიციური და კომპეტენტური არგუმენტი, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა გუშინდელ ექსპერტულ შეფასებას არ მოგვისმენია, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი არგუმენტები არ არსებობს,"- აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

დღის ამბები