15 ნოემბერი 2024,   22:54
ვრცლად
ჩემთვის და ევროკავშირისთვის გადამწყვეტი მომენტია ის, რომ სააკაშვილის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება

 

,,ჩემთვის და ევროკავშირისთვის გადამწყვეტი მომენტი არის ის, რომ ბატონი სააკაშვილის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება",- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა განაცხადა.

როგორც კარლ ჰარცელი აღნიშნავს, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ პირველ წყაროდან არ აქვს ინფორმაცია. მისი თქმით, იგი არ არის ექიმი, რომ სწორი შეფასება გააკეთოს, თუმცა შეშფოთებულია ბოლო ცნობებით, მათ შორის სამედიცინო ექსპერტებისგან.  

"მე არ მაქვს ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ პირველწყაროდან, ასევე არ ვარ ექიმი, რომ სწორი შეფასება გავაკეთო. მაგრამ შეშფოთებული ვარ ბოლო დროს მიღებული ცნობებით, მათ შორის სამედიცინო ექსპერტებისგან, მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.  არა როგორც პოლიტიკური არჩევანის საკითხზე, არამედ როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლების საკითხზე," - ამბობს კარლ ჰარცელი.

დღის ამბები