04 სექტემბერი 2026,   21:22
ვრცლად
რუსეთისა და ბელორუსის ჩოგბურთის ფედერაციები ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციიდან გარიცხეს

რუსეთისა და ბელორუსის ჩოგბურთის ფედერაციები ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციისგან (ITF) გარიცხეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ჩოგბურთის ფედერაცია ავრცელებს, რომელიც თავად იყო ამ საკითხის რიგგარეშე კონფერენციაზე დაყენების ინიციატორი.

გადაწყვეტილება ფარული კენჭისყრით იქნა მიღებული, რომელზეც კონფერენციის დელეგატთა 80%-მა მხარი დაუჭირა რუსეთისა და ბელორუსის ჩოგბურთის ფედერაციების გაძევებას. ცალკეული სპორტსმენების გაყვანის საკითხი კი სამომავლოდ განიხილება.

დღის ამბები