07 დეკემბერი 2024,   22:40
ვრცლად
პანკისის ხეობაში იჩქერიის დროშების დარიგებამ და შენობების მოხატვამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია

პანკისის ხეობაში, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში იჩქერიის დროშების დარიგებამ და შენობებზე მოხატვამ მოსახლეობის მხრიდან არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია.

პანკისელები გმობენ სოფლებში, გზებზე და მოსაცდელ ადგილებში სხვადასხვა ქვეყნების დროშების გამოჩენას და სანაცვლოდ საქართველოს დროშის გადაღებვას. ფიქრობენ, რომ მსგავსი ქმედება შეურაცხმყოფელია და გარკვეული ძალების მხრიდან პროვოკაციულ ხასიათს ატარებს.

ადგილობრივებს მიაჩნიათ, რომ სოციალურ ქსელის მეშვეობით იემსის წარმომადგენელის, სულხან ბორძიკაშვილის ინიციატივა მიუღებელია, რომელიც მათი თქმით მოსახლეობას სთავაზობს იჩქერიის დროშის ჩუქებას და საცხოვრებელ სახლში განთავსებას.

თანასოფლელების აზრს არ იზიარებს სულხან ბორძიკაშვილი. მისი განმარტებით, სხვადასხვა შენობებზე დროშების გამოსახვა შეურაცხყოფას არ ნიშნავს, ხოლო იჩქერიის დროშის პოპულარიზაციას კი ადასტურებს და მიზეზად ანტირუსულ განწყობას ასახელებს.

დღის ამბები