07 სექტემბერი 2026,   10:59
ვრცლად
მსოფლიოს უხუცესი გროსმაისტერი ჭადრაკში, იური ავერბახი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა

100 წლის ასაკში გარდაიცვალა მსოფლიოს უხუცესი გროსმაისტერი ჭადრაკში, იური ავერბახი - ეს ცნობა 7 მაისს რუსეთის ჭადრაკის ფედერაციამ გაავრცელა.

ავერბახს გროსმაისტერის წოდება 1952 წელს მიენიჭა. 1954 წელს ის გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ნაკრების წევრის რანგში იმარჯვებდა ევროპის 1957 და 1965 წლების ჩემპიონატებში, მოგებული აქვს არაერთი საერთაშორისო ტურნირი. იური ავერბახი ჭადრაკის დაფასთან შეხვედრია მსოფლიოს მრავალ ჩემპიონს, მათ შორის ჰოლანდიელ მაქს ეივეს, რომელმაც ეს ტიტული 1935 წელს მოიპოვა.

იური ავერბახი ჭადრაკის ისტორიაში შევიდა როგორც ენდშპილის უბადლო მცოდნე და თეორეტიკოსი. გროსმაისტერს ეკუთვნის რვა ფუნდამენტური ნაშრომი ჭადრაკის პარტიების სხვადასხვა დასასრულის შესახებ, რომლითაც მოჭადრაკეთა რამდენიმე თაობა გაიზარდა - აღნიშნავს "დოიჩე ველე".

დღის ამბები