03 მაისი 2024,   20:59
ვრცლად
მარიუპოლის მოსახლეობა საფილტრაციო ბანაკებში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე იძულებით გადაჰყავთ - ლუდმილა დენისოვა

უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი ლუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ მარიუპოლის მოსახლეობა საფილტრაციო ბანაკებში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იძულებით გადაჰყავთ:

"მარიუპოლის მოსახლეობა იძულებით გადაჰყავთ საფილტრაციო ბანაკებში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ზოგიერთ ბანაკში ამჟამად ჩვენი 20 000-ზე მეტი მოქალაქე იმყოფება. ისინი ადგილზე ე.წ. ფილტრაციის პროცედურას გადიან - ისინი, ვინც პროცედურას წარმატებით გაივლიან, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იძულებით გადაჰყავთ, ხოლო ვინც პროცედურას ვერ გაივლის, რუსეთის ფედერაცია მათ საეჭვო პირებად მიიჩნევს და ისინი დაუდგენელ ადგილებში გადაჰყავთ, თუ რა ბედი ეწევათ მათ იქ, ჩვენთვის უცნობია. ქალაქ მარიუპოლში ჩვენს მოქალაქეებს ნანგრევებში ამუშავებენ, აღმოჩენილი გვამების დაკრძალვა ადგილზე შეუძლებელია, ცხედრები მარიუპოლის გარეთ, მასობრუვ საფლავებში გადააქვთ ან მათ მოძრავ კრემატორიუმში წვავენ,"- აცხადებს უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი ლუდმილა დენისოვა.

დღის ამბები