"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შვეიცარიულ ბანკთან ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნებთან დაკავშირებით დღეს მედიასთან შეკითხვის საპასუხოდ კომენტარი გააკეთა.
"თუ აქვთ იმის ილუზია, რომ ბიძინა ივანიშვილი თანხის სანაცვლოდ, როგორიც არ უნდა იყოს ეს თანხა, ვინმეს ქვეყანას გაანადგურებინებს, მათ არ სცნობიათ კარგად ბიძინა ივანიშვილი და მისი ხასიათი, რაც შეეხება, ერთი თვის განმავლობაში, გადარიცხვის შეფერხებას, როდესაც ასეთ გადარიცხვას, სტანდარტულს, სჭირდება რამდენიმე საათი, როდესაც ასეთი რამ ხდება და როდესაც შვეიცარიული ბანკი მთელი საბანკო სისტემის რეპუტაციას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, იქ, რა თქმა უნდა, უფრო ღრმა ეჭვებში შეიძლება შეხვიდე. ამაზეა საუბარი, ხომ არ არის ეს შანტაჟი? მით უმეტეს, რომ თავად ბანკის განცხადებაში პოლიტიკური მესიჯი იყო გამორეული," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
"თუ ეს არის პოლიტიკური შანტაჟი, კიდევ ერთხელ, გავიმეორებ, რომ მათ არ სცნობიათ ბიძინა ივანიშვილი. თუ აქვთ იმის ილუზია, რომ ბიძინა ივანიშვილ თანხის სანაცვლოდ, როგორიც არ უნდა იყოს ეს თანხა, ვინმეს ქვეყანას გაანადგურებინებს, მათ არ სცნობიათ კარგად, ბიძინა ივანიშვილი და მისი ხასიათი," - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება დავას შვეიცარიულ ბანკთან, Credit Suisse-თან წარმოებულ სასამართლო დავასთან დაკავშირებით დასავლურ პრესაში მორიგი სტატია გამოქვეყნდა. გავლენიანი გამოცემა უკვე მეორედ მწვავედ აკრიტიკებს შვეიცარიულ ბანკს, Credit Suisse-ს კლიენტებისადმი უპასპუხისმგებლო დამოკიდებულებისა და ქართველ მილიარდერთან წაგებული დავის აღსრულების გამო.
სტატიაში საუბარია, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ საფრანგეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეა. ის არ და ვერ იქნება რაიმე სახით სანქციების ქვეშ მყოფი იურიდიული და ფიზიკური პირების სიაში, ასევე ნათქვამია, რომ ივანიშვილი აგრძელებს ძალისხმევას სარჩელის დაკმაყოფილების მიზნით და აპირებს პრეს-კონფერენციების ორგანიზებას საერთაშორსო მედიის წარმომადგენელთათვის.