08 მაისი 2024,   06:15
ვრცლად
თუ პუტინს წინააღმდეგობა არ გავუწიეთ, უკრაინაში შეჭრა არ იქნება მისი ნეოიმპერიალისტური, რევანშისტული ამბიციების დასასრული - ბორის ჯონსონი 

თუ პუტინს წინააღმდეგობა არ გავუწიეთ, უკრაინაში შეჭრა არ იქნება მისი ნეოიმპერიალისტური, რევანშისტული ამბიციების დასასრული, ეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სიტყვებია. ბორის ჯონსონმა ამის შესახებ ჰელსინკში, ფინეთის პრეზიდენტთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ორივე ქვეყნის ლიდერმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა დაგმო და მიმდინარე კონფლიქტზე ევროპის რეაქციაზე იმსჯელა. საული ნიინისტე აცხადებს, რომ მისი ქვეყნის ნატოში წევრობა არავის წინააღმდეგ არ იქნება მიმართული და ის მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოების მაქსიმალურად გაზრდაზეა ორიენტირებული.

"ჩემი მიზანია შევაჩერო შემდგომი კატასტროფა, მათ შორის ეკონომიკური შედეგები. თუ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს წინააღმდეგობა არ გავუწიეთ, უკრაინაში შეჭრა არ იქნება მისი ნეოიმპერიალისტური, რევანშისტული ამბიციების დასასრული. კატასტროფის ან რომელიმე ჩვენგანზე თავდასხმის შემთხვევაში, დიახ, ჩვენ დავეხმარებით ერთმანეთს, მათ შორის სამხედრო კუთხით, მაგრამ ამ დახმარების ბუნება დამოკიდებული იქნება მეორე მხარის მოთხოვნაზე," - აცხადებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი.

"ჩვენ ხელი მოვაწერეთ ერთობლივ განცხადებას. ჩვენ ერთად ვიქნებით და მხარს დავუჭერთ ერთმანეთს ნებისმიერ ვითარებაში, კარგ და ცუდ ამინდში. აქ, ფინეთში, ჩვენ ვაფასებთ დიდი ბრიტანეთის მტკიცე მხარდაჭერას NATO-ს ღია კარის პოლიტიკისა და NATO-ს პოტენციური წევრობის მიმართ. ეს ჩვენთვის ძალიან ღირებულია.

ჩვენი ქვეყნის NATO-ში წევრობა არავის წინააღმდეგ არ იქნება მიმართული და რომ სურთ მაქსიმალურად გაზარდონ საკუთარი უსაფრთხოება ამა თუ იმ გზით. რუსეთის უკრაინაში შეჭრამ "ცივი ომის შემდგომი პერიოდის დასასრული" გამოიწვია, "გადაწერა ჩვენი რეალობა" და "ახალი ფორმა მისცა ჩვენს მომავალს," - აცხადებს ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტე








 

დღის ამბები