15 ნოემბერი 2024,   22:37
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში, სტუდენტებს და საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი ქუთაისშია. საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში, სტუდენტებს და საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. თეატრში შეკრებილებს ზურაბიშვილმა სიტყვით მიმართა და მის ინიციატივაზე ისაუბრა.

"უკრაინის ომმა, სულ სხვანაირი რეალობა გააჩინა. ახლა გელაპარაკებოდით იმაზე თუ რატომ დავიწყე მანამდე თანხმობის პროცესი, მაგრამ დღეს შეიცვალა მსოფლიო, შეიცვალა ძირეულად. უკრაინის ომმა შეცვალა მთლიანად ევროპა და ევროპისკენ მიმავალი უკრაინის და ჩვენი გზები და ზოგადად ევროპის წარმოდგენა სხვა ქვეყნების მიმართ, თუ როგორი უნდა იყოს მათი დამოკიდებულება, დღეს ყველაფერი არის გადაფიქრებული ან გადაფიქრების პროცესში. ომმა დიდი ხნით შეცვალა რუსეთი, როგორი იქნება ხვალინდელი რუსეთი ჩვენ ვერ ვიტყვით, მაგრამ ფაქტია რომ აღარ იქნება ის რუსეთი, რაც იყო ომამდე. არ იქნება იგივე რუსეთი სხვების თვალში და თუ რამე გონება აქვთ, თავიანთ თავშიც უნდა შეიცვალოს, ალბათ. შეიცვლება მათი რეალობა, რესურსები, ძალა - ეს ყველაფერი აღარ იქნება იგივე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. შეიცვალა ამერიკა. დღეს ფინეთი ითხოვს ნატოში შესვლას, ვინ იფიქრებდა რამდენიმე წლის წინ რომ ეს შესაძლებელი იყო ან ამას მოისურვებდა ფინეთი. ჩვენ ეს უნდა დავინახოთ, იმისთვის რომ დავინახოთ დღეს სად ვართ და რა რეალური შანსები არსებობს ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

დღის ამბები