26 აპრილი 2024,   18:29
ვრცლად
81 წლის კანდიტ მერლანი მესტიიდან, თბილისში მოცეკვავეებისა და ქორეოგრაფებისთვის უნიკალური სვანური ფერხულის სასწავლებლად ჩამოვიდა

81 წლის კანდიტ მერლანი მესტიიდან თბილისში საკუთარ ანსამბლთან ერთად იმისთვის ჩამოვიდა, რომ აქ მყოფ მოცეკვავეებსა და ქორეოგრაფებს უნიკალური სვანური ფერხული ასწავლოს.

ცეკვა სვანეთში თამარ მეფის პერიოდიდან არსებობს და სახელწოდებაც შესაბამისი აქვს - თამარ დედოფალ რავ ქენსია.

ფოლკლორული შედევრი ზუსტად გადმოსცემს მე-12 საუკუნეში, სვანეთში თამარ მეფის სტუმრობას და მისთვის გამართულ დახვედრას. ცეკვაში გადმოცემულია ისიც კი, თუ რა ეცვა დედოფალს სვანეთში სტუმრობისას, რა ფერის ცხენზე იჯდა და როგორ გამოიყურებოდა.

სვანური ცეკვის მასტერ კლასს ფოლკლორის ცენტრში ატარებს ლენტეხის ანსამბლიც. უხუცეს სვან მოცეკვავეებს სურთ უნიკალური ქორეოგრაფია არ დაიკარგოს და ის ავთენტური სახით იყოს მომავალი თაობის მიერ შენარჩუნებული. სვანი მოცეკვავეები დედაქალაქში კვირის ბოლომდე დარჩებიან და ქორეოგრაფებს სვანური ფერხულის სხვა სახეობებსაც ასწავლიან. ამ დრომდე სვანეთმა საქართველოში ყველაზე მეტი სახეობის ფერხული შეინარჩუნა.

დღის ამბები