15 ნოემბერი 2024,   23:25
ვრცლად
ლარი მყარდება - რა ფაქტორებზე საუბრობს ექსპერტი ვახტანგ ჭარაია

რატომ მყარდება ლარი - თბილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია, "კურიერთან" ეროვნული გამყარების ფაქტორებზე საუბრობს.

"მყარ მაკროეკონომიკურ პარამეტრებთან ერთად, როგორიცაა ფულადი გზავნილების უფრო მეტად შემოდინება, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების გაზრდა, საინვესტიციო ნაკადების დასტაბილურება, ექსპორტის გაუმჯობესება, მოლოდინიც გაჩნდა სტაბილურობისა და პერსპექტივის, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი იმ ქვეყანათგანი, რომელსაც შეიძლება პოზიტიური მოლოდინები უკავშირდებოდეს როგორც სტაბილურობის კუთხით, ასევე, კოვიდვითარებასთან გამკლავებისა და დამშვიდების თვალსაზრისით. ამასთან, რუსეთ-უკრაინის ვითარებიდან გამომდინარე ნაკლები ზეგავლენის თვალსაზრისით. მთლიანობაში ეს ყველაფერი, როგორც მყარი პარამეტრები, ასევე, მოლოდინები ქმნის ლარის გამყარების საფუძველს და ამყარებს კიდეც მას", - განაცხადა ჭარაიამ.

ლარი მყარდება. ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში 1 დოლარი 2 ლარი და 99 თეთრი ღირს. ოფიციალური კურსი, შაბათ-კვირას არ იცვლება. ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსს კი მთავარი საფინანსო ინსტიტუტი ორშაბათს 17:00 საათზე განაახლებს.

დღის ამბები