26 აპრილი 2024,   19:53
ვრცლად
რუსული სარაკეტო დარტყმები უკრაინის ქალაქებზე, აკრძალული იარაღი მარიუპოლის მცველების წინააღმდეგ და კონტრშეტევები ხარკოვის მიმართულებით - ომის 81-ე დღე

უკრაინა, პარტნიორებისგან ყოველდღიურად უფრო მეტ სამხედრო დახმარებას იღებს, რაც ამყარებს მოლოდინს, რომ ომის სურათი შეიცვლება. ამ დროს, აგრესორი რუსეთი ცდილობს, აქცენტი ​ ლუჰანსკის ოლქზე გადაიტანოს​. აქ რუსები აქტიურად ემზადებიან ახალი შეტევისთვის, რასაც მძიმე ტექნიკის მობილიზება და გადაადგილება ადასტურებს.

ამასთან, პერიოდულად რუსეთი სარაკეტო დარტყმებს უკრაინის სხვადასხვა ტერიტორიაზე ახორციელებს. ისინი, დღეს, პოლონეთის საზღვრიდან 15 კილომეტრში მდებარე სამხედრო ობიექტის დაბომბვასაც არ მოერიდნენ.

ცოცხლად გადარჩენის შანსს და მესამე ქვეყნის ჩართულობით ევაკუაციას კვლავ უშედეგოდ ელოდებიან მარიუპოლის დამცველები, რომელთა წინააღმდეგ დღეს აკრძალული იარაღი - ფოსფორის ბომბები კიდევ ერთხელ გამოიყენეს. პარალელურად, ტერიტორიაზე შეღწევას ოკუპანტების ტანკებით და ქვეითებით ცდილობენ - მცდელობა ამ დრომდე წარუმატებელია.

დღის ამბები