15 ნოემბერი 2024,   22:52
ვრცლად
დერეკ შოლე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება

თბილისში ვიზიტით მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების მდივნის უფროსი მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში დერეკ შოლე ამ წუთებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრა სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" ნახევარ საათზე მეტია მიმდინარეობს.

საიას თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის თქმით, შეხვედრაზე განიხილავენ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას, თუ რა გამოწვევები არსებობს მართლმსაჯულების სისტემაში და ასევე, ის რეფორმები რაც ევროინტეგრაციის გზაზე არის მნიშვნელოვანი.

შეხვედრას აშშ-ის ელჩი კელი დეგნანიც ესწრება.

ავტორი: ნათია გოგიშვილი

დღის ამბები