08 მაისი 2024,   15:54
ვრცლად
ამერიკა რუსეთს სურსათის იარაღად გამოყენებაში სდებს ბრალს

ამერიკა რუსეთს სურსათის იარაღად გამოყენებაში სდებს ბრალს. ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, მსოფლიო სასურსათო კრიზისზე პასუხისმგებლობა მოსკოვს ეკისრება, რომელიც ამ გზით უკრაინელი ხალხის სულისკვეთების გატეხვას ცდილობს.

ბლინკენის განცხადებით, გაერომ უნდა იტვირთოს პასუხისმგებლობა ამ კრიზისის გადასაჭრელად. მან მოუწოდა გაეროს წევრ ქვეყნებს, გაზარდონ ზეწოლა რუსეთზე.

"რუსეთი ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, როდესაც საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებული სანქციები მოჰყავს გლობალური სასურსათო კრიზისის გამწვავების მიზეზად. სანქციებს არ დაუბლოკავთ შავი ზღვის პორტები, სადაც საკვებით სავსე გემებია გაჭედილი. სანქციები არც უკრაინის გზებსა და რკინიგზას ანადგურებს. ამას რუსეთი აკეთებს.

შეწყვიტეთ შავი და აზოვის ზღვების ბლოკადა. მიეცით უფლება, რომ უკრაინიდან მომავალი ხომალდები და სატვირთოები, რომლებსაც სურსათი გადააქვთ, თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. ნუღარ ბლოკავთ საკვებისა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსის ალყაში მოქცეული უკრაინული ქალაქების მოსახლეობისთვის მიწოდებას.

ამ ომის წამოწყების გადაწყვეტილება მხოლოდ კრემლისაა. თუ რუსეთი ხვალ შეწყვეტს ბრძოლას, ომი დასრულება. თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინა აღარ იქნება,"- განაცხადა ბლინკენმა.

დღის ამბები