04 ივლისი 2024,   00:12
ვრცლად
ევროკავშირის ქვეყნებიდან საწვავის იმპორტი უფრო ძვირია, ვიდრე რუსეთიდან, თუმცა რუსული საწვავიც ევროპულის ფასად იყიდებოდა - კონკურენციის სააგენტოს ანგარიში

რა ხდება საწვავის ბაზარზე - კონკურენციის სააგენტომ ფასები შეისწავლა. ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირის ქვეყნებიდან საწვავის იმპორტი უფრო ძვირია, ვიდრე რუსეთიდან. სხვაობა 30-60 თეთრის ფარგლებშია.

სააგენტოს ინფორმაციით, ამის მიუხედავად, საცალო ქსელში რუსული საწვავიც ევროპულის ფასად იყიდებოდა.

უწყება დადებითად აფასებს, რომ მსხვილი კომპანიების ნაწილი საცალო მომხმარებელს 20-25 თეთრამდე ფასდაკლებას სთავაზობდა, თუმცა, მიაჩნია, რომ შესაძლებელი იყო ფასდაკლების პირდაპირ ტაბლოზე ასახვა, რაც არ მომხდარა.

კვლევამ აჩვენა ისიც, რომ, აპრილში რუმინეთსა და ბულგარეთში ფასები შემცირდა 6-8 ცენტის ფარგლებში, თუმცა საქართველოში ეს არ ასახულა.

დღის ამბები