რას გულისხმობს "ქართული ოცნების" შეთავაზება, რომ ოპოზიციამ საჯაროდ ჩამოწეროს ის პუნქტები, თუ რითი არიან უკმაყოფილო და რა პრეტენზიები აქვთ საქართველოს ხელისუფლებასთან, უკრაინის მხარდაჭერის საკითხში - აღნიშნულ თემაზე კომენტარი უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა. დეპუტატის თქმით, ამით მოხდება ლუსტრაცია, რომ ასეთი უკმაყოფილებების და დაუსაბუთებელი განცხადებების მიღმა არანაირი შინაარსობრივი მხარე არ იდგა და არ იყო არგუმენტებით გამყარებული:
"იმისთვის, რომ რეალურად გამოჩნდეს, რომ ასეთი უკმაყოფილებების და დაუსაბუთებელი განცხადებების მიღმა არანაირი შინაარსობრივი მხარე არ იდგა და არ იყო არგუმენტებით გამყარებული, ამისი ლუსტრაცია მოხდება. შეთავაზება მიეცა ოპოზიციას, რომ დაასახელონ კონკრეტული არგუმენტები და ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ. ეს იმისთვის, რომ წერტილი დაესვას დაუსაბუთებლად პრეტენზიების გაცხადებას, რომლის მიღმაც არავითარი არგუმენტი, რეალურად, არ დგას," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.