15 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
ვინც ამბობს, რომ საქართველომ უკრაინას მხარდაჭერა დააკლო, დაასახელონ თუნდაც 1 კონკრეტული  საკითხი, რა შეეძლო საქართველოს გაეკეთებინა და არ გააკეთა - ბექა დავითულიანი

უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი თანაგუნდელების მსგავსად მოითხოვს,რომ ოპოზიციამ საჯაროდ ჩამოწეროს ის პუნქტები, თუ რით არიან უკმაყოფილო და რა პრეტენზიები აქვთ საქართველოს ხელისუფლებასთან, უკრაინის მხარდაჭერის საკითხში. "ქართული ოცნების"  წევრი დეპუტატი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის რიტორიკა და მოწოდებები ესკალაციის გაღრმავებისკენაა მიმართული:

"ვინც ამბობს, რომ საქართველომ უკრაინას მხარდაჭერა დააკლო, ჰქონდა რაიმე ბერკეტი და არ გამოიყენა მის დასახმარებლად, დაასახელონ თუნდაც 1 კონკრეტული მიმართულება და საკითხი, რა შეეძლო საქართველოს გაეკეთებინა და არ გააკეთა, რომელი სანქციის დაწესება შეეძლო და არ დააწესა, ისეთი სანქციის, რომელიც დააზიანებდა რუსეთს და არა საქართველოს.

ოპოზიციის რიტორიკა და მოწოდებები მიმართულია ესკალაციის გაღრმავებისკენ, ესკალაციის გაღრმავება ნიშნავს მინიმუმ რისკების გაორმაგებას,"- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

 

დღის ამბები