საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რთულია კონკრეტული პროგნოზის გაკეთება, მიანიჭებს თუ არა ევროკავშირი საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუს, მაშინ, როდესაც საქმე ეხდება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელსაც ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ერთხმად მხარდაჭერა სჭირდება.
მინისტრის თქმით,
"რთულია კონკრეტული პროგნოზის გაკეთება, მაშინ, როდესაც საქმე ეხდება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელსაც ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ერთხმად მხარდაჭერა სჭირდება.
აპლიკანტი ქვეყნის მზაობის პარალელურად საქართველო აკმაყოფილებს ამისთვის აუცილებელ პარამეტრებს და მზად არის მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ჩვენ ამას ნამდვილად ვიმსახურებთ. ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე გადაწყვეტილება მოითხოვს ევროკავშირის მზაობასაც, ორგანიზაციის კარი გაუღონ ახალ წევრებს, თუმცა წევრ ქვეყნებს შორის ევროკავშირის გაფართოების მიმართულებით არსებობს სხვადასხვა მოსაზრება, რაც ყველასთვის ცნობილია.
საქართველო ყოველთვის იყო ლიდერი რეფორმატორი ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, რაც განპირობებული იყო ასოცირების შეთანხმების ფარგლებში წარმატებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოებითაც. ეს ყველაფერი დასტურდება ბოლო წლების განმავლობაში გამოქვეყნებული არაერთი საერთაშორისო ანგარიშით. საქართველო ბევრი მიმართულებით უწევს გაწევრიანების პროცესში მყოფ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებსაც", -განაცხადა ილია დარჩიაშვილ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მმართველმა გუნდმა ხუთი საინტერპელაციო კითხვით მიმართა.
კითხვები ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადს შეეხება შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.