08 მაისი 2024,   06:43
ვრცლად
რუსეთმა ზებგერითი ფრთოსანი რაკეტა გამოსცადა

რუსეთმა ზებგერითი ფრთოსანი რაკეტა გამოსცადა. რუსეთი იუწყება, რომ რაკეტა სახელწოდებით "ცირკონი" 1000 კილომეტრის მანძილიდან გაუშვეს და წარმატებით გამოსცადეს.

მათივე ინფორმაციით, რაკეტა ბარენცის ზღვის წყლებიდან, თეთრ ზღვაში მდებარე სამიზნისკენ გაისროლეს. აღსანიშნავია, რომ ამავე ზღვებთან ახლოს ფინეთი და შვედეთი მდებარეობს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ რაკეტა რუსული "ადმირალ გრიგოროვიჩის" კლასის ხომალდიდან გაისროლეს.

დღის ამბები