04 ივლისი 2024,   01:01
ვრცლად
გვსურს არა მხოლოდ აგურისა და ბეტონის აღდგენა, არამედ ახალი სახელმწიფოს აშენება, აგრესორმა უნდა გადაიხადოს იმ განადგურებისთვის, რომელიც მან გამოიწვია - შმიგალი

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად 25 000 კილომეტრზე მეტი გზა, რამდენიმე ასეული ხიდი და 12 აეროპორტი განადგურდა.

შმიგალის თქმით, 100-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება, დაახლოებით 500 სამედიცინო პუნქტი და 200 საწარმო ასევე განადგურებული და დაზიანებულია.

"რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად 25 000 კილომეტრზე მეტი გზა, რამდენიმე ასეული ხიდი და 12 აეროპორტი განადგურდა. სრულად განადგურდა ან დაზიანდა 100-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება, 500 სამედიცინო პუნქტი და 200 საწარმო. 300 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დანაღმული ან დაბინძურებულია ბომბებით. ბიუჯეტის თვიური დეფიციტი 5 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეკონომიკის, დაახლოებით, 35% ახლა არ ფუნქციონირებს. სხვადასხვა შეფასებით, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის პირდაპირი ზარალი დაახლოებით, 600 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ჩვენ გვსურს არა მხოლოდ აგურისა და ბეტონის აღდგენა, არამედ ახალი სახელმწიფოს აშენება. აგრესორმა უნდა გადაიხადოს იმ განადგურებისთვის, რომელიც მან გამოიწვია.

დღის ამბები