15 ნოემბერი 2024,   22:54
ვრცლად
თქვენი პროფესიონალიზმი აღიარებულია ყველა ჩვენი პარტნიორის მიერ, ჩვენი პოლიციის ატაშეები სხვადასხვა ქვეყანაში, ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ასრულებენ - სალომე ზურაბიშვილი

 

"მინდა ყველას მოგილოცოთ პირადად თქვენი პროფესიის დღე, თქვენი პროფესიონალიზმის დღე. 31 წლის განმავლობაში ქართულმა პოლიციამ შეძლო და გარდაქმნა ის საბჭოთა ძველი ინსტიტუტი, რომელიც აღარ არსებობს. დღეს არსებობს თანამედროვე, დემოკრატიული ქვეყნის თანამედროვე პოლიციური ძალა, პროფესიონალური ძალა, რომელიც მოქალაქეებისგან ნდობას იწვევს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

სალომე ზურაბიშვილმა პოლიციელებსა და შსს-ს თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და მათი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

თქვენზე დგას ქვეყნის წესრიგი, თქვენზე დგას მოქალაქეების უსაფრთხოება, თქვენზე დგას ნამდვილად ქვეყნის შინაგანი სტაბილურობა და ეს იმ დროს, როცა მსოფლიოში უფრო მეტი და მეტი გამოწვევებია. ჩვენ გავიარეთ ძალიან რთული პერიოდები,  გავიარეთ კოვიდის პანდემია, ქვეყანაში ყველა გამოწვევების წინაშე თქვენ, პირველ რიგში დგახართ. თქვენი მოვალეობა და ვალდებულება არის ქვაკუთხედი, რომ შენარჩუნდეს ქვეყანაში უსაფრთხოება, სტაბილურობა, მშვიდობა. ეს არის ქვეყანა, სახელმწიფო, თუ ეს არაა, მაშინ სახელმწიფო ვერ იარსებებდა - ამისთვის თქვენც ყველას დიდი მადლობა. მადლობა იმისთვის, რომ თქვენ დაუღალავად ამ თქვენს პროფესიას ყველაფერი შესწირეთ და სწირავთ. ეს არის ქვეყნისთვის უდიდესი სამსახური. თქვენზე დგას მოქალაქეების უფლებების დაცვა და ადამიანის უფლებების დაცვის გარეშე არ არსებობს თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო.

მართალია, სიტყვა "სამარცხვინო" ზოგზოგიერთებს არ უყვარს, მაგრამ ჩემთვის და ვიცი, რომ თქვენთვისაც სამარცხვინოა, რომ დღეს საქართველოში ხდება ქალთა სასტიკი მკვლელობა ბავშვების თვალწინ. ვიცი, რომ ამას თქვენც არ მოითმენთ. თქვენთვისაც ეს დიდი გამოწვევაა და ამ კუთხით ბევრი რამ გაკეთდა. უკვე ბევრად უფრო დაცულად გრძნობენ თავს ქალები, როცა მიდიან პოლიციასთან და იციან, რომ ამას მოჰყვება შემაკავებელი ორდერი, ეს უკვე აღარ არის გამონაკლისი, მაგრამ ისიც ვიცით, თქვენც, მეც და ყველამ, რომ ძალიან ბევრი არის გასაკეთებელი ამ მიმართულებით იმისთვის, რომ ეს საქართველოში აღარ მოხდეს, ეს აღარ უნდა დავუშვათ, ეს არის ჩვენი ერთობლივი მიმართულება, რომ ყველა ნაბიჯი გადავდგათ, ყველა ზომა მივიღოთ.

თქვენზე დგას ასევე ყველა იმ უსაფრთხოების გაძლიერება, კიბერუსაფრთხოება, ორგანიზებული დანაშაული თუ სხვა გამოწვევები, რაც დღეს მსოფლიოში ესოდენ გავრცელებულია.

თქვენი პროფესიონალიზმი უკვე აღიარებულია ყველა ჩვენი პარტნიორის მიერ. თქვენი თანამშრომლობა ევროპოლთან არის ამის ერთ-ერთი მაგალითი. ჩვენი პოლიციის ატაშეები სხვადასხვა ქვეყნებში ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ასრულებენ,  იქ რომ წარმოადგინონ ჩვენი პოლიციის პროფესიონალიზმი, მინდა ამისთვისაც მადლობა მოგახსენოთ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები