15 ნოემბერი 2024,   22:52
ვრცლად
ოპოზიციას ვიწროპარტიული მიზნები და ჩანაფიქრები აქვს, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება - მიხეილ სარჯველაძე EPP- ის განცხადებაზე

"ევროპის სახალხო პარტია (EPP), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებით, საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც პარტიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო წლებში, ევროპის სახალხო პარტია დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის ტენდენციას.

"ქვეყნის არაფორმალურმა მმართველობამ ძირი გამოუთხარა კარგ მმართველობას და შედეგად გამოიღო დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზიის გაგრძელება",– ნათქვამია განცხადებაში.

აქვე საუბარიაყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებაზე. განცხადებას შეფასებები მოჰყვა თბილისში, უმრავლესობა ნაციონალურ მოძრაობას პირდაპირ ადანაშაულებს სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაში. 

ენმ-ში არ უარყოფენ, რომ ევროპის სახალხო პარტიასთან ხელისუფლების პირობებში ევროინტეგრაციის გზა ნაწილობრივ შეფერხდა. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებას" ეროპარლამენტში გულშემატკივარი არ ჰყავს. 

განსხვავებულია მმართველი გუნდის პოზიცია და აცხადებენ, რომ ოპოზიცია მაქსიმალურად ცდილობს ევროინტეგრაციის გზა თავადვე შეაფერხოს, რადგან მათ არ სურთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ოპოზიციას სხვა მიზნები და ჩანაფიქრები აქვს, რომელიც ვიწროპარტიულია

"განცხადება ცოტა უცნაურად გამოიყურება, როდესაც ევროინტეგრაციის მიმართულებით ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ელოდება. ოპოზიციას სხვა მიზნები და ჩანაფიქრები აქვს ვიწროპარტიული, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება. არც ევროინტეგრაცია აღმოჩნდა გამონაკლისი",- აცხადებს სარჯველაძე. 

დღის ამბები