"ევროპის სახალხო პარტია (EPP), "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შეთავაზებით, საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც პარტიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო წლებში ევროპის სახალხო პარტია დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის ტენდენციას. "ქვეყნის არაფორმალურმა მმართველობამ ძირი გამოუთხარა კარგ მმართველობას და შედეგად გამოიღო დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზიის გაგრძელება,– ნათქვამია განცხადებაში.
მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ ოპოზიცია დესტრუქციულია და ქვეყნისთვის საზიანო ნაბიჯებს დგამს, ვიწროპარტიული ინტერესების გამო.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი აღნიშნავს, რომ ენმ-ს ინტერესები ბელად სააკაშვილს მოიცავს.
"განცხადების პროექტი შედგენილია ენმ-ს წევრების მიერ. ამ პარტიის მესვეურები ისტორიული გადაწყვეტლების წინ ჩადიან კონგრესზე და საქართველოს ანაცვალებენ ბელად სააკაშვილს. აქ საერთოდ არ არის საქართველოს ინტერესზე საუბარი, აქ საუბარია გვარამიას, სააკაშვილის და ენმ-ს ინტერესზე. ამ ადამიანებზე კრიმინალებზეა საუბარი, როდესაც არის სააკაშვილი იქ ენმ-სთვის არ არის საქართველოს ადგილი,"- აცხადებს ცაგარეიშვილი.