15 ნოემბერი 2024,   22:14
ვრცლად
"ვფიქრობ, მოკლე ვადაში კანდიდატის სტატუსს მიიღებს საქართველო" - ლატვიელი პოლიტიკოსები საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ

ოფიციალური დელეგაცია ლატვიიდან საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. სოფელ ოძისთან კანონმდებლები ჩავიდნენ. ლატვიის ევროპულ საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებმა ოკუპაციის შედეგები პირადად იხილეს.

ვიზიტის მიზანი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვაა, განსაკუთრებით ევროინტეგრაციის მიმართულებით. 

"ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ბოროტება აქ მეორე მხარესაა. ამასთან საბრძოლველად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. მართალია, პრევენციას ვერ მოვახდენთ, თუმცა ჩვენი ვიზიტებით უნდა გამოვხატოთ.

ლატვია და საქართველო მეგობრები არიან. ლატვია ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოს. ახლა რთული ვითარებაა უკრაინაში. ეს თავის თავზე გამოსცადა საქართველომაც, ამიტომ არ გვსურს თქვენი ქვეყანა ჩრდილში მოექცეს. მე აქ ვარ, მეორე მხარეს რუსული დროშები ფრიალებს. ჩვენ ვსაუბრობთ ოკუპაციაზე, რომელიც 21-ე საუკუნეში ხდება.

ევროკავშირში საქართველოს ბევრი მეგობარი ჰყავს. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ევროპელმა ბიუროკრატებმა საქართველოს უნდა უთხრან რომ - დიახ, შენ ამ კლუბის წევრი ხარ. გეოპოლიტიკურადაც თუ მივუდგებით, ეს იქნება უსაფრთხოების ერთგვარი ზომაც. ვფიქრობ, მოკლე ვადაში კანდიდატის სტატუსს მიიღებს საქართველო. ამის შემდეგ, ახალი გვერდი გადაიშლება, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ შემდგომში ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის," - განაცხადა ლატვიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ულდის ბუდრიკისიმ.

დღის ამბები