22 მაისი 2024,   00:35
ვრცლად
თუ რუსეთი იფიქრებს, რომ ევროპამ უკრაინა გვერდზე გაწია კანდიდატის სტატუსზე უარის თქმით, მაშინ ეს მათ  ყველაზე დიდი კრიზისის გამოწვევის შესაძლებლობას მისცემს - ზელენსკი

ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმი გაიხსნა. რამდენიმე წუთის წინ გამოსვლა დაასრულა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ იმ გლობალურ საფრთხეებზე ისაუბრა, რომელსაც რუსეთი თავისი აგრესიით ქმნის:

"რუსეთი იწვევს გლობალურ საკვების კრიზისს. ეს კატასტროფულად გაზრდის ფასებს. რატომ ყავს ჩვენი კონტინენტი მძევლად ერთ ქვეყანას - რუსეთს, უფრო კონკრეტულად კი ვლადიმერ პუტინს. ეს უზარმაზარი გამოწვევაა, რომელსაც უნდა ვუპასუხოთ. რუსეთი საბოტაჟს ცდილობს, ცდილობს სხვა ადამიანების იდენტობა წაშალოს.

უკრაინას სურს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს. ევროპა პრინციპულად უნდა მოიქცეს და მხარი დაუჭიროს უკრაინის სურვილს, ასეთ კრიტიკულ დროს. იარაღის მიწოდება უნდა გაიზარდოს. ბრძოლის ველზე წყდება თუ ვინ გაიმარჯვებს. ამ ბრძოლის ველზე, როცა უკრაინა გაიმარჯვებს, ამით ევროპა გაიმარჯვებს. სანქციების დაწესებით ევროპა რუსეთს კი არა აზიანებს, არამედ რუსეთისგან დამოუკიდებელი ხდება.

ახლა ზუსტი დროა, დრო როცა უკრაინელები სიცოცხლეს კარგავენ. სანამ ევროპასა და რუსეთს შორის კავშირი იქნება, ყოველთვის შეძლებს რუსეთი ევროპის თოკით დაჭერას. თუ რუსეთი იფიქრებს, რომ ევროპამ უკრაინა გვერდზე გაწია კანდიდატის სტატუსზე უარის თქმით, მაშინ ეს მათ ჩვენს კონტინენტზე ყველაზე დიდი კრიზისის გამოწვევის შესაძლებლობას მისცემს. ჩვენ ყველა გამოწვევას პასუხი უნდა გავცეთ, რაც რუსეთმა გამოიწვია. იქნება ეს სამხედრო, ეკონომიკური, საკვების თუ მიიგრაციის. ნებისმიერი დაყოფა ევროპაში არის რუსეთისთვის მიცემული საშუალება თავისი პოლიტიკა განაგრძოს. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და დავამარცხებთ ტირანიას," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები