22 მაისი 2024,   05:35
ვრცლად
"დააბრუნეთ მაზანა" - "პრაიმ ჰაუსის" სახლთან გულშემატკივრებმა აქცია გამართეს

რეიტინგული შოუს, "პრაიმ ჰაუსის" მორიგ ლაივეპიზოდს საპროტესტო აქცია მოჰყვა. შეკრებილებმა მოითხოვეს ერთ-ერთი მონაწილის, ლაშა მაზანაშვილის შოუში დაბრუნება, მან "პრაიმ ჰაუსი" შაბათს დატოვა.

ლაშა მაზანაშვილის გულშემატკივრები "პრაიმ ჰაუსის" სახლთან შეიკრიბნენ. გულშემატკივრები ფიქრობენ, რომ ლაშა მაზანაშვილმა პროექტი უსამართლოდ დატოვა და პროექტის ავტორებს მის შოუში დაბრუნებას სთხოვენ.

პროექტის მონაწილეების ნაწილი ლაშა მაზანაშვილის გულშემატკივრებს ემხრობა და ფიქრობენ, რომ ის შოუში უნდა დაბრუნდეს, ხოლო ნაწილი ამ მოთხოვნას არ ემხრობა.

 

 

დღის ამბები