19 მაისი 2024,   13:09
ვრცლად
სარკინიგზო კატასტროფა გერმანიაში - დაიღუპა 4 და დაშავდა 30 ადამიანი

გერმანიაში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 30-მდე დაშავდა. დაშავებულთაგან 15 ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის არიან ბავშვებიც.

შემთხვევა ბავარიაში მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლის გამო მოხდა. რა გახდა ინციდენტის მიზეზი - ეს ჯერ უცნობია.

მატარებელს ძირითადად სტუდენტები გადაყავდა და მიუნხენისკენ მიემართებოდა.

დღის ამბები