19 მაისი 2024,   14:41
ვრცლად
ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას რუსეთზე, ასეთმა ფაქტორმა შესაძლოა გამოიწვიოს ომის სწრაფად დასრულება, მაგრამ ეს აუცილებლად მხოლოდ უკრაინის პირობებით მოხდება - პოდოლიაკი

წინააღმდეგობის 101-ე დღე. აგრესორების ერთ-ერთი სამიზნე ოდესის ოლქი გახდა. სარაკეტო იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. საოკუპაციო ძალებმა დარტყმა ფრთოსანი რაკეტით სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავიდან განახორციელეს. რუსეთმა სარაკეტო იერიში სასოფლო-სამეურნეო საწარმოზე მიიტანა, დაიბომბა საწყობები. მანამდე კი უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა, ოდესის ოლქში ზღვის თავზე, ერთი ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს, კიდევ სამი რაკეტა - მიკოლაევის ოლქში.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკის თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული რესურსების კონცენტრაციაა, თუმცა ის არ გამორიცხავს, რომ სხვადასხვა ფაქტორებმა პარადოქსული ომის სწრაფად დასრულება გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში პოდოლიაკი ამბობს, რომ ეს აუცილებლად უკრაინის პირობებით უნდა მოხდეს:

"ნებისმიერ მომენტში არის შესაძლებელი ომის დასრულება, ერთ თვეშიც. მაგრამ ეს აუცილებლად მხოლოდ უკრაინის პირობებით მოხდება. სამწუხაროდ აღმოსავლეთში გვაქვს რუსული რესურსების გარკვეული კონცენტრაცია.

ომს აქვს თავისი ფსიქოლოგია. ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას რუსეთზე. სწორედ ასეთმა ფაქტორმა შესაძლოა გამოიწვიოს პარადოქსული ომის სწრაფად დასრულება. რუსეთში შიდა კონფლიქტები ნამდვილად არსებობს.

უკრაინის სახელმწიფოებრიობამ და უკრაინელმა ხალხმა დაამტკიცა, რომ ძლიერები არიან. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ თავისუფლებისთვის,"- განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა.

დღის ამბები