19 მაისი 2024,   14:20
ვრცლად
სვეტიცხოვლის ტაძარში ერეკლე მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს

სვეტიცხოვლის ტაძარში ერეკლე მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი და მეფე-დედოფალთა სავედრებელი პარაკლისი გადაიხადეს.

"როგორც ამბობენ, მეფეს 80 ჭრილობა ჰქონდა სხეულზე. სულ ცოტა 60 ომი მაინც აქვს გადახდილი. საქართველო წარსულშიც, დღესაც და მომავალშიც, მწამს და მჯერა, რომ იქნება დამცველი იმ დანარჩენი მსოფლიოსი, რომელიც ჩვენგან ევროპისკენ არსებობენ,"- აცხადებს აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი მეუფე დავითი (მახარაძე).

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, ერეკლე მეფის შესახებ მოუფრთხილებელმა განცხადებებმა საზოგადოებაში გულისწყრომა გამოიწვია.

მანამდე კი საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და სვეტიცხოველში შეკრებილ მრევლს მიმართა, "რაც უნდა პროვოკაციულად გვეჩვენოს შეკითხვა, არ გავცდეთ ქრისტიანული ცხოვრების წესს, ასე მივაგოთ პატივი საქართველოს ღირსეულ შვილებს,“- ვკითხულობთ განცხადებაში.

 

დღის ამბები