19 მაისი 2024,   14:42
ვრცლად
"პუტინმა დაუშვა ისტორიული და ფუნდამენტური შეცდომა, მაგრამ რუსეთი არ უნდა იყოს დამცირებული, რათა ბრძოლის შემდეგ დიპლომატიური გამოსავალის მოძებნა მოხერხდეს" - მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, ვლადიმირ პუტინმა ისტორიული და ფუნდამენტური შეცდომა დაუშვა უკრაინაზე თავდასხმით და ახლა ის იზოლირებულია. ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.

"მე ვფიქრობ და მასაც ვუთხარი, რომ მან დაუშვა ისტორიული და ფუნდამენტური შეცდომა თავისი ხალხისთვის, საკუთარი თავისთვის და ისტორიისთვის. ვფიქრობ მან საკუთარი თავი იზოლაციაში მოაქცია. იზოლაციაში მოქცევა ერთია და მისგან თავის დაღწევის ცოდნა რთული გზაა, "- განაცხადა ემანუელ მაკრონმა რეგიონულ პრესასთან ინტერვიუში და ამასთან არ გამორიცხა, რომ უახლოეს პერიოდში კიევში გაემგზავროს.

საფრანგეთის ლიდერმა ინტერვიუში კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ "რუსეთი არ უნდა იყოს დამცირებული", რადგან ბრძოლის დასრულების შემდეგ დიპლომატიური გამოსავლის მოძებნა მოხერხდეს:

"რუსეთი არ უნდა იყოს დამცირებული, რათა იმ დღეს როდესაც ბრძოლა შეწყდება, შევძლოთ დიპლომატიური არხებით გამოსავლის პოვნა," - განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, უნდა გაიზარდოს უკრაინის ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა.

"ჩვენ უნდა გავზარდოთ უკრაინის ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა და საბოლოოდ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკრაინიდან მარცვლეულის გამოტანა მოხერხდეს,"- აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

 

დღის ამბები