პარლამენტში გამართული დებატების შემდეგ, სადაც ირაკლი კობახიძის განცხადებას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, საკანონმდებლო ორგანოში დავით ბერძენიშვილი მივიდა. საუბარია უმრავლესობის ლიდერის განცხადებაზე, რა დროსაც ირაკლი კობახიძემ ლევან ბერძენიშვილი ერეკლე მეორესთან დაკავშირებული შეფასების გამო გააკრიტიკა.
რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრმა უმრავლესობის ლიდერი დებატებში გამოიწვია.
"ერეკლე რატომ გაახსენდათ, რატომ ამოქექეს? ერეკლე ამოქექეს იმიტომ, რომ ამ დღეებში რომ წყდება საქართველოს ევროკავშირში კანდიდატობა, ამის საწინააღმდეგოდ ამოიყენეს ფარად, პატრიოტიზმად უნდათ შეგვასაღონ რუსეთისკენ რომ დაიძრა ერეკლე და სუვერენიტეტის გასხვისება რომ დაიწყო," - ამბობს დავით ბერძენიშვილი.