17 მაისი 2024,   09:01
ვრცლად
დიდ დიღომში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

დიდ დიღომში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. როსტევანისა და ასმათის ქუჩებზე, სადაც მანამდე გრუნტიანი გზა იყო - ჯამში იგება ასფალტის საფარი 15 ათასი კვადრატული მეტრის ფართობზე, კეთდება სანიაღვრე ქსელი.

სამუშაოების ნაწილი უკვე დასრულებულია. გამგეობის ბიუჯეტიდან გათვალისწინებულია მილიონ 600 ათასი ლარის ათვისება. მიმდინარე პროცესს ადგილზე საბურთალოს გამგებელი გაეცნო. 

დღის ამბები