პოლონეთის პრეზიდენტი უკრაინის საკითხზე პუტინთან მოლპარაკებას, უსარგებლოს უწოდებს. ანჟეი დუდა თვლის, რომ ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომელსაც უკრაინის მთავრობა არ ეთანხმება, არ შეიძლება.
"ბილდთან" ინტერვიუში, პოლონეთის პრეზიდენტი, პუტინთან მოლაპარაკების საკითხზე შოლცს და მაკრონს აკრიტიკებს.
"გაოცებული ვარ ყველა მოლაპარაკებით, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს პუტინთან კანცლერ შოლცისა და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ. ეს საუბრები უსარგებლოა. რას აკეთებენ? ისინი მხოლოდ უკრაინაში რუსული არმიის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირის ლეგიტიმაციას ახდენენ - ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა პუტინს ეკისრება.
მან მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ. მეთაურები მას ექვემდებარებიან. ვინმე ელაპარაკებოდა ასე ადოლფ ჰიტლერს მეორე მსოფლიო ომის დროს? ვინმე ამბობდა, რომ ადოლფ ჰიტლერს სახე უნდა შეენარჩუნებინა, ისე მოვიქცეთ, რომ ეს არ იყოს დამამცირებელი ადოლფ ჰიტლერისთვის? ასეთი რამ არ მსმენია",- აცხადებს ანდჟეი დუდა.