18 მაისი 2024,   21:01
ვრცლად
"ეს არ არის პირველი შემთხვევა, მაშინ ეს არ გახმაურებულა, მათ მომცეს პირობა, რომ ფაქტი აღარ განმეორდებოდა" - რას ითხოვს ძალადობის მსხვერპლი ბავშვის დედა 

ვიდეოკადრები, რომელიც ბაღის აღსაზრდელების ძალადობას აღწერს - ოთახში უყურადღებოდ დატოვებული ბავშვები თანატოლს ფიზიკურად უსწორდებიან.

დაზარალებული ბავშვის დედა აღმზრდელების და დირექტორის პასუხისმგებლობაზე საუბრობს, მშობლები ამბობენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის და კერძო ბაღში სერიოზული პრობლემებია. 

"ეს არ არის პირველი შემთხვევა, მანამდეც იყო. მაშინ ვიყავი საქართველოში, მაგრამ დირექტორთან და ძიძებთან მოლაპარაკების შედეგად, ეს არ გახმაურებულა, რადგანაც მათ მომცეს პირობა, რომ ეს ფაქტი აღარ განმეორდებოდა. როგორც დღესაც ამბობენ, რომ აღარ განმეორდება, მაგრამ მე უკვე აღარ მჯერა, ვიცი რომ ჩემი შვილები დაუცველები არიან. ამიტომ, ვითხოვ დირექტორისა და ძიძების დასჯას,"- აცხადებს ბავშვის დედა მარიამ გოგიტიძე.

ძიძა, რომელიც შემთხვევის დროს ბავშვებთან ერთად უნდა ყოფილიყო, აცხადებს, რომ ბავშვებს არასოდეს ტოვებს უყურადღებოდ, თუმცა ამ კონკრეტულ მომენტში როგორც თავად ამბობს, გადაუდებელი, ოჯახური პირობების გამო, სატელეფონო ზარს უპასუხა და დაახლოებით 1 წუთით ბავშვები დატოვა. 

დღის ამბები