15 ნოემბერი 2024,   15:55
ვრცლად
არ მჯერა, რომ სხვა მომავალი არსებობს საქართველოსთვის, თუ არა ევროპული მომავალი - სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი ამბობს, რომ საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ვიზიტზე უარი მიიღო. ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში გააკეთა. პრეზიდენტი გამოეხმაურა სახელისუფლებო რგოლის კომენტარებს ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით.

პრეზიდენტის განცხადებით ეს კომენტარები არ აძლევს საშუალებას, დღეს ეფექტურად დაიცვას ქვეყნის კანდიდატურა.

"მე ვიმყოფები ბრიუსელში, იმისთვის, რომ ბოლო ძალისხმევა არ დამეშურებინა აქ, ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად. სამწუხაროდ, ამ რეზოლუციას მოჰყვა ისეთი კომენტარები სახელისუფლებო გუნდიდან, რომელიც რეალურად არ მაძლევს საშუალებას, რომ მე ეფექტურად დავიცვა დღეს ჩვენი კანდიდატურა. 

მე მინდოდა ჩასვლა კიდევ საფრანგეთში, პოლონეთში და შესაძლებელია უკრაინაშიც, მაგრამ მივიღე კიდევ ერთი უარი. მე თვითონაც ჩავთვალე, რომ ალბათ არ არის მიზანშეწონილი, ეს არ არის ის საქმე, სადაც მე შემიძლია მარტო გადავარჩინო მთლიანად მთავრობის უმოქმედობა.

კონსტიტუციის 78-ე მუხლი მავალდებულებს რომ ყველაფერი გავაკეთო, რაც შესაძლებელია იმისათვის, რომ წინ წავწიოთ ეს პროცესი. 

მე არ მჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის, თუ არა ევროპული მომავალი. მე არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში, არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს. არავინ არ არის იმის ფასად, რომ ჩვენი ბავშვების მომავალი არ დავიცვათ",  - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

 

დღის ამბები