15 ნოემბერი 2024,   15:52
ვრცლად
"ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება თითიდან გამოწოვილი თემაა, დაბრკოლებები, რომელიც მას ხვდება, ძალიან დიდი უსამართლობაა" - გიორგი ხელაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ საქართველოს იმიჯის და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის დასაზიანებლად ოპოზიციამ, საერთაშორისო ასპარეზზე, ყველაფერი გააკეთა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება ევროკავშირისგან დადებით გადაწყვეტილებას ელოდება. 

"ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაეზიანებინა საქართველოს პერსპექტივა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების. როდესაც ჩვენ ეს ვამხილეთ, მაშინვე ოპოზიციამ დაიწყო საუბარი იმაზე, თუ რა აქტიურად უჭერენ მხარს კანდიდატის სტატუსს. რა თქმა უნდა ეს ფარისევლობა და პირფერობა არავის დაუჯერებია. 

ამის მიუხედავად, სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ წლების განმავლობაში ვიმუშავეთ ძალიან თანმიმდევრულად ევროკავშირის წევრობისთვის ყველა პირობის შესრულებისთვის, დიდი იმედი გვაქვს, ევროკავშირის გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი, ეს არის ეპოქალური, ძალიან დიდი მნიშვნელობის გადაწყვეტილება. 

ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება, რა თქმა უნდა, თითიდან გამოწოვილი თემაა, არსებობს პრაქტიკული დაბრკოლებები, რომელიც მას ხვდება, რა თქმა უნდა, რაც ძალიან დიდი უსამართლობაა, ვინაიდან თუ ვინმე ევროკავშირში ამ პირობებით და გზით მიდის და ამას მოითხოვს და პრაქტიკულ ნაბიჯებს დგამს, ეს არ არის სწორი, ეს არის ყველანაირი ზნეობრივი ნორმის დარღვევა, რადგან საქართველოს ევროკლავშირისჯენ მიმავალ გზაზე სწორედ ივანიშვილის და მის მიერ შექმნიილ პარტიის ხელმძღანელობით მოხდა ყველა წინგადადგმული ნაბიჯის მიღწევა," - განაცხადა ხელაშვილმა.

დღის ამბები