საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას შეფასებები კეთდება ოპოზიციაში. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ არ სჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობს საქართველოსთვის გარდა ევროპულისა და არ მიაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადაჰყვეს ქვეყანა ამ პროცესის წინსვლაში - არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ისინი სრულად იზიარებენ პრეზიდენტის პოზიციას და მიაჩნიათ, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი არავის არ უნდა შეეწიროს.
"სრულად ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილის ნათქვამს, რომ არავის არ უნდა გადაყვეს საქართველოს პერსპექტივა და აქ გამონაკლისები არ უნდა იყოს. არავის არ უნდა გადაყვეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივა და მორჩა, აქ წერტილი უნდა იყოს დასმული და არანაირი დათქმები არ უნდა იყოს,“ - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ მსგავს სიტუაციაში სწორედ პრეზიდენტმა უნდა დააფიქსიროს თავისი აზრი.
"როდესაც ასეთი არაორდინალური სიტუაციაა, ვინ თუ არა პრეზიდენტმა უნდა გამოთქვას თავისი აზრი გულწრფელად. პერსონალური თავდასხმა პრეზიდენტზე მხოლოდ იმიტომ რომელიღაც ფორმალური კანონით რაღაც დაადგინა თავად ქართლმა ოცნებამ, ჩემი აზრით, ეს არის ძალიან არასწორი დამოკიდებულება. საერთოდ, ასეთი დამოკიდებულება და იარლიყების მირტყმა იმ ადამიანებისთვის, ვისი აზრიც არ მოგწონს, არის ჩემი აზრით, ძალიან არაევროპული საქციელი,“ - ამბობს ვახტანგ მეგრელიშვილი.