19 მაისი 2024,   12:30
ვრცლად
"პრემიერის განცხადება ჩვენთვის სასიხარულოა" - კომპანია "ბორჯომის" დასაქმებულები სახელმწიფო ინიციატივის შესახებ

"ბორჯომის" ქარხნებში დასაქმებულები თბილისში აქციებს აღარ გამართავენ - გაგრძელდება მედიაცია. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსასყიდლოდ ხდება "ბორჯომის" თანამფლობელი - პრემიერ-მინისტრი დასაქმებულებს ყველა პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა. პროტესტის მონაწილეთა უპირველესი მოთხოვნა სახელფასო დავალიანების დაფარვაა.

კომპანია "ბორჯომის" დასაქმებულების თქმით, პრემიერის განცხადება მათთვის სასიხარულოა და თუ მოთხოვნების გათვალისწინება მოხდება, პროტესტს არ გააგრძელებენ.

"პრემიერ-მინისტრის გაკეთებული განცხადება ჩვენთვის იყო სასიხარულო, ყველაფერი არის შესრულებადი, ისეთს არაფერს ვითხოვთ, რომ ვიღაცამ არ გაგვიგოს და არ მოგვისმინოს. მე ძალიან მადლობელი ვარ მაგ განცხადების გაკეთებისთვის, თუ პრემიერის არ დაიჯერე ამ ქვეყანაში აბა ვიღასი უნდა დაიჯერო, მაშინ ქვეყანა აღარ ყოფილა," - აცხადებს ერთ-ერთი თანამშრომელი.

 

დღის ამბები