19 მაისი 2024,   12:31
ვრცლად
გასულ წელს გარდაცვლილი 26 წლის ყაზახი ქალის ოჯახი სრულყოფილი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს

გასულ წელს გარდაცვლილი ქალის, აისელ აიტპაევას ადვოკატები და ყაზახური მხარის წარმომადგენლები ორგანიზაცია "საფარის" ოფისში შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, გამოძიება მხოლოდ ერთი პირის მიმართ მიმდინარეობს, ხოლო მეორეს მიმართ შეწყვეტილია.

ოჯახი სრულყოფილი ექსპერტიზის ჩატარებას და ორგანოების ნაწილის ყაზახური მხარისთვის გადაცემასაც ითხოვს.

გავრცელებული ვერსიით, 26 წლის ყაზახმა ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით ხუთ მაისს დაასრულა. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა საქართველოში ბესიკ თორდუა დააკავეს, რომელიც კლინიკა "ვივა მედში" გასული წლის 14 ივლისს გარდაიცვალა, სადაც გლდანის დაწესებულებიდან გადაიყვანეს. რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, ის ყაზახეთში დააკავეს, თუმცა მხოლოდ ტრეფიკინგის ბრალდებით.

"დღეს გამოძიება მიმდინარეობს მხოლოდ ერთი პირის მიმართ საქართველოში, ხოლო მეორე ბრალდებულის ნაწილში გამოძიება შეწყვეტილია. ასევე, გამოძიება პარალელურად მიმდინარეობს ურთიერთანამშრომლობის საფუძველზე საქართველოსთან ყაზახეთში, სწორედ ყაზახეთშია დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებული, მურად ბეირბეკოვი. ოჯახს აქვს ძალიან ბევრი კითხვა გამოძიებასთან, მათი ჩამოსვლის მიზეზი საქართველოში არის სწორედ იმ აქცენტებზე საუბარი, რომელიც არ გაკეთებულა გამოძიების ეტაპზე," - ამბობს "საფარის" იურისტი, ასელ აიტპაევას ოჯახის ადვოკატი,  ნინო ანდრიაშვილი. 

უფლებადამცველი, ასელ აიტპაევას დედის წარმომადგენელი ყაზახეთიდან, ალმატ მუხამედჯანოვი საგამოძიებო უწყებებს გაწეული სამუშაოებისთვის მადლობას უხდის.

"მე როგორც გარდაცვლილის დედის წარმომადგენელი პირველივე დღიდან, ვაცხადებდი, რომ ეს იყო მკვლელობა და რომ შემდეგ ის გადმოაგდეს. დამნაშავეებს კი სურდათ, საქმე ისე წარმოჩენილიყო, რომ თითოს ის ფანჯრიდან გადმოვარდა. მადლობას ვუხდი საზოგადოებას, საქმეზე გამოჩენილი ყურადღებისთვის და საგამოძიებო უწყებას გაწეული სამუშაოსთვის," - აცხადებს ასელ აიტპაევას დედის წარმომადგენელი ყაზახეთიდან, ალმატ მუხამედჯანოვი.

 

დღის ამბები